ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია სიღარიბის კვლევისთვის გადასცეს

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცა ეკონომისტებს აბხიჯიტ ბენერჯის, ესტერ დიუფლოს და მაიკლ კრემერს „სიღარიბის დაძლევის ექსპერიმენტალური მიდგომისთვის“.

„მიმდინარე წლის ლაურეატებმა წარმოადგინეს ახალი მიდგომა, რომ მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლის უკეთესი პასუხები მიიღონ. აღნიშნული მიდგომა პრობლემას გაცილებით მცირე, მართვად პასუხებზე ყოფს“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

1990-ან წლებში კრემერმა და მისმა კოლეგებმა წარმოადგინეს “როგორი მძლავრი შეიძლება იყოს ექსპერიმენტალური მიდგომა. მათ საველე ექსპერიმენტები გამოიყენეს, რომ მომხდარიყო იმ ზომების გატესტვა, რომლებიც დასავლთ კენიის სკოლების შედეგებს გააუმჯობესებდა“.

ჯოლდოს გადაცემა, ტრადიციულად 10 დეკემბერს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები