რუსეთი შავ ზღვაში 16 ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბარენცის, ბალტიის, კასპიის, ოხოტისა და შავ ზღვებში 15-17 ოქტომბრის პერიოდში სამხედრო საზღვაო სწავლებას გამართავს.

როგორც გენერალ-მაიორმა ევგენი ილინმა განაცხადა, სწავლების ფარგლებში 16 ფრთოსან და ბალისტიკური რაკეტას, მათ შორის „ბულავას“ და „სინევას“ გამოცდიან.

მისი ინფორმაციით, ავიაციის მოქმედებისთვის ქვეყნის მასშტაბით 10 აეროდრომი იქნება გამოყენებული.

საჰაერო ბაზირებისა და საავიაციო მართვის ფრთოსანი რაკეტები გაეშვება 4 საავიაციო პოლიგონიდან დასავლეთის, სამხრეთის, ცენტრალური და ჩრდილოეთი ფლოტის პოლიგონებიდან, ხოლო РСМ-50-ის ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა – „ჩიჟის“ პოლიგონიდან.

გარდა ამისა, იგეგმება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის „Ярс”-ის და ბალისტიკური რაკეტის „სინევას“ გაშვება „კურას“ პოლიგონიდან.

სწავლებაში 12 ათასი სამხედრო იქნება ჩართული, 213 გამშვები დანადგარი, 105 სხვადასხვა დანიშნულების საფრენი აპარატი, მათ შორის 5 სტრატეგიული რაკეტმზიდი, 15 გემი და 5 ატომური წყალქვეშა რაკეტმზიდი, ასევე 310 ერთეული საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები