“მოსახლეობის აზრი უპირველესია” – მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს

საკანონმდებლო ორგანოს წევრები ლადო კახაძე და სიმონ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარესთან, მიხეილ ჯანაშვილთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის : ალი, ბრილი , ნაბახტევისა და  დუმაცხოვის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.  ადგილობრივმა მოსახლეობამ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებს საკუთარი საჭიროებები პირადად გააცნეს და მათგან მოგვარების გზები მოისმინეს.
​როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჯანაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მოსახლეობასთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რაც მიმდინარეობს და სამომავლოდ იგეგმება. ასევე, ისაუბრეს აღნიშნულ პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმზე.

“მოსახლეობის აზრი უპირველესია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა – განხორციელებისას, რათა რესურსი სწორად იყოს გადანაწილებული.
მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და მათში თითოეული მოქალაქის ჩართულობისა და სარგებლის მიღების მექანიზმებიც განვიხილეთ”,- განაცხადა მიხეილ ჯანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები