“გამოსავალი სიყვარულშია” – მესტიის სოფელ ლახამულაში სალონური საღამო გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, კაფე “ვანდერლენდში”  სალონური საღამო “გამოსავალი სიყვარულშია” გაიმართა. საღამო ორი ნაწილისგან შედგებოდა. ახალგაზრდა შემოქმედთან ილია ჭკადუასთან (იგივე ვა ჩე რაინდელი) შეხვედრა და ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული ქალების გაცნობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მცხოვრები ქალბატონებისთვის. სალონურ საღამოზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივებმა და ცაგერის მუნიციპალიტეტიდან სტუმრად მყოფმა ანსამბლ “მერდინის” წევრებმა, პროექტ “ნიჭიერის” ფინალისტმა გულნაზ გოლეთიანმა, ახალგაზრდა პოეტმა და ლეჩხუმელმა ქორეოგრაფმა ბესარიონ ჩანქსელიანმა.
პრეზენტაცია “წარჩინებული ლეჩხუმელი ქალები” ლახამულას საზოგადოებას წარუდგინა ცაგერის მუნიციპალიტეტის “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის” ცენტრის დირექტორმა, მარინე სვანიძემ. საღამოს უძღვებოდა მარნეულის სოფელ ხოჯორნის ქართული ენის პედაგოგი და ამ შეხვედრის ინიციატორი ლალი მარგიანი.
​პატივისცემის ნიშნად, ლახამურააში შეკრებილმა მასპინძლებმა სტუმრებს ცაგერის მუნიციპალიტეტიდან საჩუქრად ტორტი და სამახსოვრო საჩექრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები