მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დოჰას კულტურულ ცენტრში მდებარე ამფითეატრმა უმასპინძლა. ორგანიზატორებმა მაყურებელს კატარის კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცით, ქვიშის თამაშები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ეგიდით ტარდება.

“თამაშებში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში 4 სპორტსმენია. ქვიშის ჭიდაობაში მედლებისთვის ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დათო მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) იბრძოლებენ. მოჭიდავეთა ნაკრები შეჯიბრებაში 14 ოქტომბერს ჩაერთვება.

საქართველოს დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები – „კატარი 2019“ 16 ოქტომბერს დასრულდება”,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები