“ამბიციური გეგმა გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში არ არის”

“ამბიციური გეგმა გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში შეიძლება არ იყოს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

როგორც კალაძე აცხადებს, მთავრობის მთავრი მიზანია ქალაქში იყოს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც ევროპაშია.

“ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი  სატრანსპორტო პოლიტიკაა, რეფორმა,  რომელიც  დაანონსებულია.  ამბიციური გეგმა გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში შეიძლება არ იყოს. თავისი ახალი ავტობუსებით, რომელიც უკვე დავიწყეთ, მეტროს მოწესრიგებით, სადაც თითი თითზე არ დაუდია არავის ათეული წლების განმავლობაში. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ძალოვანი კაბელების შეცვლა მთლიანად მიწის ქვეშ, დაახლოებით 450 კილომეტრი იქნება, თავისი გამნიავებელი სისტემებით შეცვლა, ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა. ასევე მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები