კახა კალაძე –  მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტაქსების  რეფორმა შედგა

“ტაქსების რეფორმა იყო ერთ-ერთი ქაოსური მიმართულება. მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რეფორმა შედგა”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

დედაქალაქის მერის თქმით, მთავრობის მიზანია დედაქალაქს სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილები ემსახურებოდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, ეს არის მიმართულება და თემა, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხო. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმა იყო ერთ-ერთი ქაოსური მიმართულება. მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რეფორმა შედგა. პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის რეფორმის დასაწყისი, ან დასასრული. ეს არის რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც რა თქმა უნდა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი ის არის, რომ ტაქსი ქალაქში მოწესრიგებული და უსაფრთხო იყოს”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმას აქვს გამოწვევები, თუმცა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ეს რეფორმა ტვირთი არ ყოფილიყო.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს რეფორმა ტვირთად არ დაწოლოდათ. გავითვალისწინეთ სოციალური მდგომარეობა, შევქმენით ვაუჩერები, როგორც გადაღებვის ისე ქიმწმენდის. თუმცა პირველი დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრობლემები, დაახლოებით ორიათასამდე ტაქსის მძღოლი იყო დარეგისტრირებული “ა” კატეგორიაში, ვისაც შესაბამისობაში ყავდა მოყვანილი თავისი ავტომობილი, რამაც გამოიწვია გარკვეული პრობლემები მიწოდების ნაწილში. დღეს უკვე განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს  და დაახლოებით 8500 ტაქსია დარეგისტრირებული, ამასთან მდგომარეობაც ბევრად უკეთესია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები