კახა კალაძე: თბილისის მერია მეტროსთვის ახალ შემადგენლობებს შეიძენს

“თბილისის მერია დედაქალაქის მეტროპოლიტენისთვის დაახლოებით 40 ახალი შემადგენლობის შეძენას აპირებს”, – ამის შესახებ “ქრონიკის” ეთერში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკებები ევროპის განვითარების რეკონსტრუქციის ბანკთან მიმდინარეობს, უახლოეს დროში კი ტენდერი გამოცხადდება. ახალი შემადგენლობების მიღების ეტაპობრივი პროცესი 2020 წელს დაიწყება და 2 წელიწადს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები