კახა კალაძე: ვმუშაობთ, რომ “ცენტრ პოინტისგან” დაზარალებულ ოჯახებში ბედნიერება და ღიმილიანი სახეები დაბრუნდეს

“ჩვენ ვმუშაობთ “ცენტრ პონტის” მიერ დაზარალებულ ხალხზე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კალაძე დარწმუნებულია, რომ მერიის ზრუნვა შედეგს გამოიღებს და კომპანიის მიერ დაზარებლებული 6000-მდე ადამიანის ოჯახში ბედნიერება დაბრუნდება.

“მნიშვნელოვანი თემაა სამშენებლო კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებული ადამიანები. ჩვენ 2 500 ადამიანის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ, რაც ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ახლა კიდევ “ცენტრ პონტის” მიერ დაზარალებულ ხალხზე ვმუშაობთ და აქაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით. დაახლოებით 6 000-მდე ოჯახია დაზარალებული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ოჯახებში ბედნიერება და ღიმილიანი სახეები დაბრუნდეს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები