ქეთევან ციხელაშვილი: გიგა ოთხოზორია იმ გმირების რიგებს შეუერთდა, რომელთაც სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას თავი შესწირეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში 12 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას.

კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა”,-წერს ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები