“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთ დეპარტამენტში დასაკავებელ პოზიციებზე ოქტომბერში გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა სიცრუეა”

“ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაკავებელ პოზიციებზე 2019 წლის ოქტომბერში  გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”,-ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
​”კვირა” აღნიშნულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული ყველა სხვა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან განისაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შედეგად, 2018 წლამდე არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და სახელფასო კოეფიციენტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა თანამდებობის ფუნქციების რანგირება და თანამდებობათა კლასიფიცირების სისტემა („პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის,შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ 26.04.2016 წლის N215 მთავრობის დადგენილებით).
​შესაბამისად, ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაკავებელ პოზიციებზე  2019 წლის ოქტომბერში  გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ შრომის ანაზღაურებად მითითებული იყო დარიცხული თანხა, რომელსაც აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით. “,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები