“თითოეულ პრობლემას ვინიშნავთ და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვაგვარებთ”- ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურის მოსახლეობას შეხვდნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი , საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხეთიჯვარის ,ბროლოსანის, წაღვლისას და ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებული საჭიროებაზე და პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ამირან ქრისტესიაშვილი ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელ პროექტებზეც ესაუბრა.

“ეს შეხვედრები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და განვსაზღვროთ ყველა ის პრობლემა, რომელთა მოგვარებაც ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. თითოეულ პრობლემას ვინიშნავთ და შეძლებისდა გვარად მაქსიმალურად მოკლე ვადებში ადგილობრივებს აღნიშნულ პრობლემებს მოვუგვარებთ ” – განაცხადა ამირან ქრისტესიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები