კახა კალაძე: მეტროპოლიტენს 40 შემადგენლობა დაემატება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დასრულების შემდეგ ყველა ბედნიერი იქნება.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაემატება ახალი ავტობუსები, რეაბილიტირდება მეტროს ის შემადგენლობები, რომელთა განახლებაც ხერხდება, ხოლო დანარჩენზე უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება.

„ეს პროცესი დაწყებულია და როდესაც დასრულდება მთლიანად რეფორმა, დარწმუნებული ვარ, ყველა იქნება ბედნიერი იმ განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გვეყოლება ახალი ავტობუსები. რაც შეეხება მეტროს შემადგენლობებს, ​რეაბილიტაციას ვუტარებთ ყველა შემადგენლობას, რომელიც ექვემდებარება შეკეთებას, რომელზეც ვერ ვახერხებთ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ახალ შესყიდვებს, დაახლოებით 40 შემადგენლობაზე“,- აცხადებს კახა კალაძე.

კალაძის თქმით, მერია მეტროსთვის ვაგონების დამატებას აპირებს.

მას ასევე პრობლემად მიაჩნია, რომ პიკის საათებში მეტრო გადატვირთულია.

„მეტროში პიკის საათებში ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ლოდინის დრო, რომელიც ოთხი, ოთხ-ნახევარი წუთი იყო, ახალი შემადგენლობების დამატების შემდეგ ჩამოვიდა სამ წუთზე, ორ-ნახევარზე, თუ რამე შეფერხება და პრობლემა არ აქვს. თუ შეფერხება და პრობლემაა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ხანი უწევთ ლოდინი. ზოგადად, გაზრდილია მოთხოვნა მეტროს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში. სტატისტიკას თუ ვნახავთ, მგზავრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები