ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ქალს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც განქორწინება ოფიციალურად მოხდებოდა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ქალს ხაშურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, სწორედ იქ გაუსწორდა ფიზიკურად მამაკაცი მეუღლეს.

“6 წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა”, – ამბობს დაშავებული ქალის ახლობელი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები