აზერბაიჯანი თურქეთს სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაში მხარდაჭერას უცხადებს

აზერბაიჯანი ტერორიზმის გამოვლინებების ყველა ფორმას გმობს და მასთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობას ძალისხმევას უჭერს მხარს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თურქეთის მიერ 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით დაწყებულ სამხედრო ოპერაციას „მშვიდობის წყაროს“ ეხება.

„აზერბაიჯანი ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას მტკიცედ გმობს და მასთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას უჭერს მხარს. დარწმუნებული ვართ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია, როგორც თურქეთის მთავრობამ განაცხადა, სირიის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ტერორისტული საფრთხეების არიდებას, საკუთარ სახლებში ლტოლვილების დაბრუნებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები