გიორგი მიქაუტაძე: 37 მოსამართლე უვადოდ გამწესდა

“37 მოსამართლე, რომელიც მიუხედავად მათი ხანგრძლივი ვადით გამოცდილებისა, მაინც სამწლიანი ვადით იყვნენ გამწესებული, გამწესდნენ უვადოდ”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მან თავის კოლეგებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „ჩვენ გვყავდა სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები, რომელთაც ჰქონდათ სამ წელზე ბევრად მეტი გამოცდილება – ზოგს 10-წლიანი და 10 წელზე მეტი გამოცდილებაც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიღებულია გარდამავალი ნორმა, რომელმაც დაგვავალდებულა, რომ ასეთი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხი საბჭოს განეხილა განსაკუთრებული წესით. სწორედ ასეთი გადაწყეტილება მივიღეთ დღეს და 37 მოსამართლე, რომელიც მიუხედავად მათი ხანგრძლივი ვადით გამოცდილებისა, მაინც სამწლიანი ვადით იყვნენ გამწესებული, გამწესდნენ უვადოდ. ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები