მამუკა მდინარაძე ვლადიმერ კაკაბაძეს – “რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო იმ პერიოდში როდესაც თქვენ მოსამართლე გახდით და მომდევნო წლებში”

აღნიშნული კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს მიმართა.

დეპუტატი დაინტერესდა კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო სასამართლო 2006 წელს, ანუ იმ დროს როდესაც იგი იყო მოსამართლე და მის შემდგომ პერიოდში.

„იყო თუ არა ამ დროს სასამართლო თავისუფალი? არა როგორც მოსამართლეს არამედ, როგორც მოქალაქეს და მოსამართლეობის კანდიდატს რა ემოცია გაქვთ ამ წლებთან დაკავშირებით? მოსამართლეობის კანდიდატთან ერთად ამასთანავე, თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე. ემოციების და ინფორმაციის დონეზეც კი, რაც ყველა მოქალაქეს ბუნებრივად უნდა ჰქონდეს – როგორ ფიქრობთ სასამართლო იყო თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი თუ საერთოდ არ იყო თავისუფალი? მოსამართლეები იღებდნენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს? როგორ ხდება ისე, რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც აქ მოდის და რომლებიც წინა წლებში მუშაობდნენ სასამართლოში ამბობენ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები. თქვენ არ შეგიძლიათ საუბარი იმ წლებზე როდესაც მოსამართლე გახდით – ასე მივიღოთ თქვენი პასუხი?”, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ კაკაბაძეს.

ფრაქციის თავმჯდომარე ასევე, დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით თუ რით განსხვავდება პატივი და ღირსება ერთმანეთისგან?

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ კაკაბაძეს, მისი მოსამართლეობის პერიოდის ერთ-ერთი საქმე შეახსენა, როდესაც თავად მოსამართლემ, ბიზნესმენის წინააღმდეგ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, სადაც იგი 20000 ლარს ითხოვდა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით – არის თუ არა დღეს, მმართველობის დემოკრატიული მეთოდები და მმართველობის რა მეთოდები იყო თუნდაც 2010 წელს.

„დღეს ქვეყანაში მმართველობის რა ფორმაა? არის თუ არა დემოკრატიული მეთოდები და მმართველობის რა მეთოდები იყო 2010 წელს? თქვენ მიგაჩნიათ, რომ 2010 წელს მართვის მეთოდები იყო დემოკრატიული”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები