ზაზა ხატიაშვილი პროკურატურას მთავარი პროკურორის დიპლომის წარმომავლობის გამოძიებისკენ მოუწოდებს

უფლებადამცველთა ჯგუფმა შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართა. კახა წიქარიშვილი და ზაზა ხატიაშვილი თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ და საგამოძიებო უწყებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ ვიყავით ბუჩქებში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ანადგურებდა სასამართლო სისტემას. დღესაც, ბუჩქებში ზიხართ და უყურებთ, როგორ ანადგურებს ივანიშვილის რეჟიმი სასამართლო სისტემას. მე მოგიწოდებთ ყველა პატივმოყვარე იურისტს დაწეროთ საჩივარი, ყველა იურიდიულ კომპანიას და შემოიტანოთ საჩივარი და მოითხოვოთ გენერალური პროკურორის მხრიდან სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტის ფაქტზე გამოძიების დაწყება,” – განმარტა ხატიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარის, კახა წიქარიშვილის თქმით, დიპლომში არასწორი თარიღი შეგნებულად არის მითითებული, რაც მის სიყალბეს ადასტურებს.

“შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია არასწორი თარიღი და ეს არის შეგნებულად მითითებული, რომ მან ამა და ამ წელს ჩააბარა სასწავლებელში. ეს არის მინიმალური მონაცემი, რაც ადასტურებს მის სიყალბეს. ამის გარდა ასევე ეჭვის ქვეშ დგას ის, რომ ის სწავლობდა თუ არა ამ უნივერსიტეტში საერთოდ,” – აღნიშნა წიქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები