ზელენსკი დონბასისთვის ავტონომიის მინიჭების წინააღმდეგია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისთვის ავტონომიის მინიჭების წინააღმდეგია.

ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ მჯერა გამოკითხვის, რომ ჩვენი მოსახლეობის 34% მხარს უჭერს ამ ტერიტორიის ავტონომიას. არ ვიცი, არ შემიძლია ამის თქმა. არ ვარ მზად, ამ ტერიტორიას ავტონომია მივცე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მზაობა გამოთქვა. მაგრამ, მისი თქმით, სანამ დოკუმენტის ტექსტი არ არსებობს, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რომელ კომპრომისზე შეიძლება წავიდეს კიევი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჯარის გაყვანის შემთხვევაში, დონბასში შეხების ზოლს რომელი ძალები გააკონტროლებენ, ზელენსკი ამბობს, რომ „პოლიცია და ეუთოს თანამშრომლები, რომლებიც საზღვარზე უნდა იყვნენ და ჩვენს მესაზღვრეებს დაეხმარონ“.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამშვიდობო კონტინგენტი უნდა გამოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები