ბაქოში კავკასიელ მუსლიმთა სამმართველოს თავჯდომარისა და აზებაიჯანში საქართველოს ელჩის შეხვედრა გაიმართა

შეიხულისმან ალახშუკურ პაშაზადემ კავკასიელი მუსულმანების სამმართველოში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს ზურაბ პატარიძეს უმასპინძლა.
ალახშუკურ პაშაზადემ საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში 14-15 ნოემბერს ბაქოში მსოფლიოს რელიგიური ლიდერების მეორე სამიტის დეტალები გააცნო, რომელშიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორეც მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, თავის მხრივ პატარიზემ ალახშიკურ პაშაზადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიების ბაქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეეხო ასევე ქართულ – აზერბაიჯანულ კავშირებს რელიგიის საკითხებში. როგორც ჰაშაზადემ აღნიშნა, ის 40 წელია იცნობს და ურთიერთობა აქვს საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან და მოხიბლულია მისი შორსმხედველობითა და სიბრძნით. პაშაზადემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი და მცდელობა სომხურ-აზერბაიჯანული ურთერთობების დარეგულირების საკითხებში და განაცხადა, რომ ის დიდად აფასებს ილია მე-2 -ის მცდელობებს ხელი შეუწყოს კავკასიის რელიგიურ ლიდერებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება-განმტკიცებას.

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე დავით გარეჯის ( კეშიკჩიდაგი) სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხებიც. განხილული იქნა ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მე-2-ის წერილი, რომელიც მან ალახშუქურ პაშაზადეს გაუგზავნა. პაშაზადემ იმედი გამოთქვა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდება, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული კეთილმეზობლური, ძმური ურთიერთობების და ამავდროულად აზერბაიჯანის სუვერენიტეტის გათვალისწინებით.

როგორც ალახშუქურ შაჰაზადემ აღნიშნა, ის სრულად იზიარებს პატრიარქის წერილში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ დაინტერესებულ არაკეთილმოსურნე ძალებს არ უნდა მიეცეთ საშუალება რელიგიური საკითხები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემების შესაქმნელად გამოიყენონ.
როგორც შეხვედრაზე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, ის მადლობელი და კმაყოფილია შეხვედრით და მიაჩნია, რომ სამთავრობოთა შორის კომისისას, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მუშაობს, აქვს გარკვეული წინსვლა და შესაბამისად, არაკეთილმოსურნე ძალებს არ უნდა მიეცეთ თავიანთი ბოროტი განზრახვის რეალიზების საშუალება. როგორც პატარიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია აზერბაიჯანის და საქართველოს რელიგიური ლიდერების სიბრძნეში და ფიქრობს, რომ არავის მიეცემა საშულება დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები