ბაია პატარაია: ილია ჯიშკარიანი, “ეს მგალობელი კურდღელი” მართლმსაჯულებას ძმაკაცის საავადმყოფოში ემალება

ილია ჯიშკარიანი მართლმსაჯულებას ძმაკაცის საავადმყოფოში ემალება, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ განაცხადა.

“ილია ჯიშკარიანი უკვე 6 დღეა თავისი ძმაკაცის საავადმყოფოში წევს ისე, რომ არაფერი არ სჭირს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის მასალებში არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება.

ილია ჯიშკარიანი თავს მგალობელს უწოდებს და ეს მგალობელი კურდღელი, 6 დღეა მართლმსაჯულებას საავადმყოფოში ემალება. ილია ჯიშკარიანი არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი, მას აქვს მფარველობა, როგორც ქალაქის მერის ასევე “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებისგან. მთელი ეს პროცესი, რომელიც მიდის ამდენი დაბრკოლებებით, გამოწვეულია მხოლოდ იმისგან, რომ მას ჰყავს ძალიან ძლიერი მფარველები. საქმეში არცერთი დოკუმენტი არ დევს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს. გარდა ამისა, თბილისი საკმაოდ პატარა ქალაქია და ჩვენ ექიმებისგან ვიცით, რომ მას არაფერი არ სჭირს. ასეთი სერიოზული, გადაუდებელი პროცედურა რომელიც სტაციონარს საჭიროებს, მას არ სჭირდება”, – განმარტა პატარაიამ.

საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” დღეს იმსჯელებენ.

ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე, ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები