7 ადამიანი 2 პატარა ოთახში ცხოვრობს – გორგოძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 ადამიანი 2 პატარა ოთახში ცხოვრობს; ფანჯრებში შუშების მაგივრად ცელოფანია; კედელსა და ფანჯრის ჩარჩოს შორის გაჩენილ სიცარიელეს ნაჭრები ავსებენ; კედლები ხელნაკეთი ღუმელიდან გამომავალი ბოლითაა გაჭვარტლული; 7 პატარა ბავშვი ფეხშიშველი დარბის გაუბედურებულ იატაკზე, სახლში კი საშინელი ნესტია – ასეთ მდგომარეობა იხილეს “ჩერნოვეცკის ფონდის” წარმომადგენლებმა ქალაქ ბაღდათში მცხოვრებ გორგოძეების ოჯახში.

“ჩერნოვეცკის ფონდმა” მათ დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელშიც 147 ქველმოქმედმა მიიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის შეგროვდა 2 135 ლარი.

ამ თანხით ფონდის თანამშრომლებმა შეიძინეს სამი ლეიბი, 3 საბანი, 3 ბალიში, თეთრეული, საკვები პროდუქტები, პამპერსი, დაამონტაჟეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები.

როგორ განათდა ყველაფერი, ღვთის წყალობით მე ვხედავ მზეს, ახლა ფანჯრიდანაც შემიძლია გარეთ გახედვა და იმის დანახვა თუ რას აკეთებენ ბავშვები ეზოში“, – ამბობს 4 შვილის დედა ნარგიზა გველესიანი.

თავად ბავშვები კი აღფრთოვანებულები იყვნენ. მეორე სართულიდან სწრაფად ჩამოვიდნენ მანქანის დაცლაში ეხმარებოდნენ ფონდის თანამშრომლებს.

გენადი (7 წლის): ეს რა არის?

– ეს ბალიშია…

გენადი: ბალიში?! რა რბილია. ერთი ბალიში გვაქვს მხოლოდ, მაგრამ ქვასავით მაგარია…

ტარიელი (6 წლის): ეს წითელი საბანი ჩემი იქნება, არავის მივცემ…

თაკო (4 წლის): მეც მინდა წითელი საბანი…

ტარიელი: არა, წითელი საბანი ჩემია, შენ ფერადი აიღე…

სანამ ბავშვები “ქონებას“ იყოფდნენ, რამდენიმე კითხვა მათ დედას – ნარგიზა გველესიანს დავუსვით:

– კმაყოფილი ბრძანდებით?

ნარგიზა: სიხარულისგან ვტირი. ძველ, გაქონილ ქვეშაგებზე გვეძინა, თქვენ კი ახალი და ლამაზები მოგვიტანეთ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს…

– არა, ეს არ არის სიზმარი, ეს ცხადია!

ნარგიზა: ახლა მჯერა რომ სასწაულები ხდება! დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. ვუსურვებ თქვენს შვილებს ჯანმრთელობას. უფლის მადლიერი ვარ, რომ ჩემ ბავშვებს ამდენი კეთილი ადამიანი გამოუგზავნა!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი დიდი მადლობას მოგახსენებთ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ბავშვების პრობლემები ამით არ სრულდება, ერთჯერადი ქველმოქმედებით მათ ცხოვრებას ვერ გამოასწორებ, ისინი ჯერ კიდევ გაჭირვებაში ცხოვრობენ! ამიტომ ფონდი განაგრძობს მათ დახმარებას! თანხა შეგიძლია ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 და GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი).

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/473-gg/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები