საუდის არაბეთის სანაპიროსთან ირანულ ტანკერზე ძლიერი აფეთქება მოხდა

საუდის არაბეთში, ჯიდას ნავსადგურთან ახლოს ირანულ ტანკერ Sanitized-ზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

ISNA წერს, რომ ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა. სპეციალისტებმა მომხდარის მიზეზის დადგენა დაიწყეს.

აფეთქების შედეგად ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

რიგი მედიასაშუალება არ გამორიცხავს, რომ მომხდარი, შესაძლოა, ტერაქტი ყოფილიყო.

ტელეარხ Press TV-ს ირანის ნავთობკომპანიაში განუცხადეს, რომ ხომალდზე ცეცხლი, შესაძლოა ორი რაკეტის მოხვედრის გამო გაჩენილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები