ილია ჯიშკარიანი: მე მიგალობია და ჩოხა მცმია, მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში უარყოფს მისივე თანამშრომლის, თამთა თოდაძის, მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას და ამბობს, რომ ამ ბრალდებას ურჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყოს.

“მე მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთა მიმართ ძალადობაში… მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია, მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა”, – აცხადებს ჭიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები