თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

მათივე ცნობით, გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“- ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ილია ვეკუას, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, გიორგი გაგილაძის, ავშნის და ბუგეულის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილორივ) მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ფალიაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, იმედა კახნიაშვილის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერწოს, ქნის და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, გიორგი სააკაძის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, ნიკო მარის, იმერეთის, ეროსი მანჯგალაძის და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ისნის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდაშვილის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, იუნკერთა, ჰოსპიტალის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები