ხაშურთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა

ხაშურთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

ამ წუთებში ადგილისკენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები მიემართება.

“მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სოფელ ალთან არსებული ხიდიდან მდინარეში გადავარდა. გზაში ვართ, უახლოს წუთებში ვიქნებით ადგილზე და დავიწყებთ მანქანის წყლიდან ამოყვანას” – განუცხადეს “რეგიონულ კვირას”  სამაშველო სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე  მუხლით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები