ნიკა მელია TV პირველის ეთერში: აქ მოსვლას თადუმაძეს არ შევუთანხმებ

“მე აქ ისე მოვედი, რომ პროკურატურა საქმის კურსში არ ჩამიყენებია და აღარც ჩავაყენებ”, – აღნიშნულის შესახებ ​”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია “ტელეკომპანია პირველის” ეთერში აცხადებს.

მელიას თქმით, ეს მისი სუვერენული და კონსტიტუციური უფლებაა.​

“მე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შევხვდები ხვალ დღის სამ საათზე და გლდანის მოსახლეობას, ზეგ კასპში ჩავალ… ეს არის ჩემი სუვერენული უფლება, კონსტიტუციური. მე თადუმაძეს ამას არ შევუთანხმებ”,- აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული და სახლიდან გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება. მას ბრალად ედება 20-21 ივნისს საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები