ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა- არიან დაშავებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ნაწულუკუს უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მიმავალ სუბარუს მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

როგორც “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები