ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი – მიმართა მელიამ მოსამართლემ, რასაც დარბაზიდან მისი გაძევება მოჰყვა

“ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი”, – ასე მიმართა დარბაზიდან ნიკა მელიამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილს, რის შემდეგაც მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
მიზეზი ნიკა მელიას განცხადება გახდა, როდესაც მან მოითხოვა, რომ მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა.
 
“არ ვიცი რა ჩათვალა მოსამართლემ შეურაცხყოფად, უბრალოდ მას ვუთხარი, რომ სანამ ჩვენ არ შევეჩვევით სიმართლეზე საუბარს არაფერი არ გვეშველება. არანაირი მოსამართლე ეს არ გახლავთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული და სინამდვილეში შიგნით აცია ქართული ოცნების მაისური და ასეთები არიან უმრავლესობა. როგორც საქალაქოში, ასევე სააპელაციოში და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ მთელი ის პროცესი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ზონდერ მოსამართლეები მოდიან და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს ივანიშვილი”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
 
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა 20-21 ივნისს საქმეს უკავშირდება, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები