გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით ” კომუნისტური პარტია” და მოძრაობა “მეგობრობა და სამართლიანობა” აქციას მართავს .

აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი ფეხით მსვლელობას მოაწყობენ ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე , სადაც სტალინის ძეგლი იდგა.

“დღეს ჩვენ დავიწყეთ აქციები და გაგრძელდება სანამ სტალინის ძეგლს არ დააბრუნებენ ძველ ადგილას. გვაქვს 6 000მდე ადამიანის ხელმოწერა , რომლებიც სტალინის ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნებას ითხოვენ” – განაცხადა კომუნისტური პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავჯდომარემ ალეკო ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები