რატი იონათამიშვილი: ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ

ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ,- ამის შესახებ დეპუტატი რატი იონათამიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

“არ მიკვირს, რატომ დააბნია, ჩვენი ოპონენტები მამუკა მდინარაძის დღევანდელმა განცხადებამ. ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში, რადგან იგივე უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის კანდიდატურასაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის დროს, უმრავლესობასთან ერთად, მაშინდელმა უმცირესობამაც დაუჭირა მხარი. ჩვენ, ცხადია, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ეჭვი არ შეგვიტანია, რომელიმე პირის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში, ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ, ორმაგი სტანდარტის მაგალითი მოგვცა“, – წერს იონათამიშვილი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა ასევე 2003 წლამდე დაამთავრა ინსტიტუტი, რომლის კურსდამთავრებულიც არის შალვა თადუმაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები