ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს

ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშავებული მამა და მისი 2 წლის შვილი, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.

ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, მამაკაცს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა, ბავშვს კი დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, იგი ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.

დაშავებული მამა-შვილი კი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები