„აზერენერჯის“ საქართველოში ახალი ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავს

ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის გაუმჯობესების მიზნით, “აზერენერჯიმ“ საქართველოში მაღალი ძაბვის ხაზების რეკონსტრუქცია- განახლება დაიწყო.
როგორც აზერბაიჯანულ მედიას „აზერენერჯის“ პრესასთან საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა თეიმურ აბდულაევმა განუცხადა, საქართველოსთან ენერგომიმოცვლისა და მისის გავლით ევროპის ბაზარზე გასვლის მიზნით, 44–კილომეტრიან მონაკვეთზე 330–კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების „აღასტაფა–გარდაბანი“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. დაგეგმილი 162 ელგადამცემი ანძიდან 124 უკვე დამონტაჟებულია. 10 კილომეტრის სიგრძეზე გაყვანილია ელექტროგადამცემი გამტარები და 13 კილომეტრზე ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელები.
ანალოგიურ სამუშაოებს „აზერენერჯი“ ირანის მიმართულებითაც ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები