მამუკა მდნარაძე ზარდიაშვილზე: ამ წუთის მონაცემებით ვიცი, რომ ის პარტიას არ ტოვებს

​როდესაც ტოვებ დეპუტატის მანდატს ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკიდანაც მიდიხარ და აკეთებ ტაიმაუტს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

“ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც დატოვა საქართველოს პარლამენტის მანდატი და მან მაშინვე თქვა, რომ რჩება გუნდის წევრად და ეს მოცემულობა ნამდვილად არ შეცვლილა. ის სარგებლობს პარტიისა და გუნდის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. როდესაც ტოვებ დეპუტატის მანდატს ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკიდანაც მიდიხარ და აკეთებ ტაიმაუტს,“ – აღნიშნა იონათამიშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზარდიაშვილთან კომუნიკაცია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს არ ჰქონია.

“ამასთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილთან კომუნიკაცია არ მქონია. ამ წუთის მონაცემებით ვიცი, რომ პარტიას არ ტოვებს. წავიდა პარლამენტიდან, მაგრამ ამბობდა, რომ პარტიას არჩევნებში დაეხმარებოდა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა პარლამენტში დეპუტატის მანდატი რამდენიმე დღის წინ დატოვა. დღეს კი მედიაში მისი პარტია “ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები