ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ბაქოში აზერბაიჯანის შსს მინისტრმა, გენერალ პოლკოვნიკმა ბილიატ ეივაზოვმა საქართველოს შსს-ს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უმასპინძლა. აზერბაიჯანის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე ეივაზომა თავის ქართველ კოლეგას ახალთანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის პერსპექტივები კრიმინალთან ბრძოლაში, როგორც აზერბაიჯანის შსს-ს პრესსამსახური იუწყება, ეივაზოვმა თავის ქართველ კოლეგას უწყებაში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები