მაკო გომური – ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, რომ დაზარალებულად მცნონ

მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ არსებობს ფაქტი იმისა, თუ როგორ კარგავს თვალს, ასევე არსებობს სასწრაფოსა და ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი.

მეზიზღება ეს ვიდეო და კიდევ ის, სასწრაფოს მანქანაში რომ ვარ, მაგრამ ახლა მეორედ ისევ ვუყურე, იქნებ მე არ ვართქო, მაგრამ ფაქტია მე ვარ;დ
ახლა ვიტყვი ერთ რამეს (ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა) ვიდეოში ჩანს რომ მხვდება ტყვია, არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში.
სამივეში ჩანს რომ მე ვარ. მე.
არსებობს სასწრაფოს(საავადმყოფოს)დასკვნა, სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.
არსებობს ერთიც (ნელმოქმედი) ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.
ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა, (რეალურად არც არაფერი უთქვამს, გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;დ)
ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა;დ
ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესააა შეუძლებელი),
ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში, არ აქვს მნიშვნელობა.
მე ვიცი რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.

შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ”, – წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებამ გამოიწვა 20-21 ივნისის საპროტესტო მოვლენები, სადაც სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაშავდნენ მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები. დაშავებულთაგან 2-მა, მაკო გომურმა და გიორგი სულუაშვილმა, თვალი დაკარგეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, ამ მოვლენებთან დაკავშირებით 4 მოქალაქე და 67 სამართალდამცავი დაზარალებულად არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები