თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლი შეინიშნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112“-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები