შალვა თადუმაძე: სახალხო დამცველი არ არის გენერალური პროკურორის ზედამხედველი

„სახალხო დამცველი არ არის გენერალური პროკურორის ზედამხედველი”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამათრთლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეკითხვას.

მისი თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილება ნამდვილად არ არის, პარლამენტს განუსაზღვროს, როგორი ანგარიში მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს.

„ის, რომ სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს მოუწოდებს რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს, უკაცრავად, მაგრამ ის გენერალური პროკურორის ზედამხედველი საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში ნამდვილად არ არის. სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე გამოვიდა და თქვა, რომ აუცილებელია, პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორისგან მოითხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ეს ფორმულირება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულებას ჩემსა და პარლამენტს შორის და სახალხო დამცველის უფლებამოსილება, პარლამენტს განუსაზღვროს, როგორი ანგარიში მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს, მით უმეტეს იმ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე საქართველოს პროკურატურისთვის, ნამდვილად არ არის”. – აღნიშნა თადუმაძემ

სახალხო დამცველის მოადგილის მიერ მოყვანილი ციტატის: „მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის შესაფასებლად გამოძიება ეფექტიანად, ზედმიწევნით დროულად და გამჭვირვალედ აწარმოოს”, შესახებ თადუმაძემ განმარტა:

„კი ბატონო, ეს არის პარლამენტის მითითება, სარეკომენდაციო ხასიათის. პარლამენტმა თქვა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ეფექტიანი მოქმედებები განახორციელოს… ეს არის ჩემთვის სარეკომენდაციო, მე ვიღებ როგორც ანგარიშვალდებული პირი… საქართველოს პარლამენტი ვერ მეტყვის, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა შევასრულო. ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, რეგლამენტით და ორგანული კანონით პროკურატურის შესახებ. და არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლებამოსილება, ტრიბუნიდან განსაზღვროს, რა სახის ანგარიში უნდა წარადგინოს პროკურორმა პარლამენტის წინაშე, იმიტომ რომ ეს განსაზღვრა კანონმა და კანონმა უკეთესად განსაზღვრა იმ კუთხით, რომ ზუსტად დააზღვია ეს რისკები, რაც შეიძლება იყოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხის შემზღუდავი პროკურატურის მიმართ და თქვა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. მე დღეს დავაფიქსირე, რომ არ ამოვეფარები ამ სტატუსს და სადაც კანონისმიერი შესაძლებლობა მქონდა, კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბრე. მაგრამ მე არ გამიკეთებია ქალბატონი ნინოს მოწოდების გამო ან იმის გამო რომ პარლამენტმა ეს მომთხოვა. ეს ფორმატია”. – განაცხადა თადუმაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები