შალვა თადუმაძე: საქმე გვაქვს ან არაკვალიფიციურობასთან, ან არაკეთილსინდისიერებასთან, ძალიან ვწუხვარ, რომ სახალხო დამცველი ამ ფერხულში ჩაება 

2018 წლის ზაფხულამდე არცერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა ჩემი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით”, – ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს დიპლომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

„საქმე გვაქვს ან არაკვალიფიციურობასთან, ან არაკეთილსინდისიერებასთან. ძალიან ვწუხვარ, რომ სახალხო დამცველი ამ ფერხულში ჩაება. როდესაც სახალხო დამცველის შესაბამის უწყებას კითხვები უჩნდება მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, მან ჯერ კანონმდებლობა უნდა ნახოს. ამ კანონმდებლობის თანახმად, მე შემეძლო ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა სწავლება. ის, რომ 1997 წლის სასწავლო წელთან დაკავშირებით ინსტიტუტმა დაამტკიცა პროგრამა, ეს საერთოდ არ ვრცელდება 1994 წელს ჩაბარებულ სტუდენტებზე. თქვენ, ასევე, არ ნახეთ დიპლომის შევსების წესი, რომლის პირველი კრიტერიუმი ითვალისწინებს შემდეგ ფაქტს, რომ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფაქტობრივი მდგომარეობა, როდის გაიცა დიპლომი. და მეორე, რაც ასევე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ეს არის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა. იგივე დაწესებულებას აქვს ინფორმაცია, რომ მანამდე, ანუ 1997 წლის კანონამდე, სასწავლო პროგრამას ამტკიცებდა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. როდესაც ამ კანონმდებლობას ნახავდით და წაიკითხავდით, მერე უნდა გაგჩენოდათ კითხვები. თქვენ ეს არ გააკეთეთ და დასვით კითხვა გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც, სახალხო დამცველის სტანდარტი არის, რომ ნებისმიერი კითხვა უნდა დასვას მტკიცებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, თანაც ისე, რომ კანონიც წაკითხული ჰქონდეს და შესაბამისი დოკუმენტებიც”. – განაცხადა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები