არჩილ თალაკვაძე და მონტენეგროს ვიცე პრემიერი მილუტინ სიმოვიჩი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე პრემიერ მინისტრს, მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა, სადაც საუბარი იყო  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე.

საუბარი შეეხო, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.

არჩილ თალაკვაძე და მილუტინ სიმოვიჩი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე გამოითქვა მონტენეგროს სურვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები