“ზალკალიანსა და ლავროვს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხი განიხილებოდა”

დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხი განიხილებოდა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა.

“იზვესტიას” ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსეთი უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის განახლებისთვის წინაპირობებს, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ყველა გარემოს გათვალისწინებით მოხდება.

„ჩვენთვის ძვირფასია ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მათი ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ ყველა გარემოს გათვალისწინებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები