ნატო თურქეთისგან სირიაში ფრთხილ მოქმედებას ელოდება

ნატო თურქეთისგან სირიის ჩრდილოეთით დაყწებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, თავშეკავებულ მოქმედებას ელოდება.

ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” დაწყების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და არტილერია სირიის ჩრდილოეთით ქურთთა პოზიციებზე იერიშებს ახორციელებენ.

საპასუხოდ ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის (YPG-ის) წევრებმა სირიის ჩრდილოეთით, ჰასაქის პროვინციაში ნავთობის რამდენიმე საბადო ააფეთქეს და სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის ქალაქი ნუსაიბინი დაბომბეს.

თურქეთმა სირიის საზღვართან სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი ჩაახშო.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ანკარას სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სირიის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია, მოვუწოდებთ ანკარას, ასევე სხვა აქტორებს, იმოქმედონ თავშეკავებით და შეაჩერონ ოპერაცია. ეს ოპერაცია დადებით შედეგს არ მოიტანს”, – განაცხადა იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.

ერდოღანის თქმით, ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება, სტაბილურობა და უსაფრთხო ზონის შექმნაა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია “მშვიდობის წყარო” ქვეყანას ტერორისტულ საფრთხეებს აარიდებს.

ოპერაციის დაწყებამდე ერდოღანმა სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან გამართა, რომელმაც თურქ კოლეგას ოპერაციის დაწყებამდე ვითარების კარგად აწონვისკენ მოუწოდა.

ამასთან, 7 ოქტომბერს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს და თურქეთის საზღვართან პოზიციებს ტოვებენ.

თუმცა, განცხადებაში ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის (YPG-ის შესახებ), რომლებიც ამ დრომდე აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდნენ და “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ვაშინგტონს ეხმარებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები