ჟან-კლოდ იუნკერმა თურქეთს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა

ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ანკარას სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.

ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” დაწყების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სირიის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია, მოვუწოდებთ ანკარას, ასევე სხვა აქტორებს, იმოქმედონ თავშეკავებით და შეაჩერონ ოპერაცია. ეს ოპერაცია დადებით შედეგს არ მოიტანს”,-განაცხადა იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.

Haber Turk-ის ინფორმაციით, თურქეთმა სირიის საზღვართან სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი ჩაახშო.

ამჟამად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და არტილერია სირიის ჩრდილოეთით ქურთთა პოზიციებზე იერიშებს ახორციელებენ.

ოპერაცია “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის (YPG-ის) წინააღმდეგ იმართება, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

ერდოღანის თქმით, ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება, სტაბილურობა და უსაფრთხო ზონის შექმნაა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია “მშვიდობის წყარო” ქვეყანას ტერორისტულ საფრთხეებს აარიდებს.

ოპერაციის დაწყებამდე ერდოღანმა სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან გამართა, რომელმაც თურქ კოლეგას ოპერაციის დაწყებამდე ვითარების კარგად აწონვისკენ მოუწოდა.

ამასთან, 7 ოქტომბერს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს და თურქეთის საზღვართან პოზიციებს ტოვებენ.

თუმცა, განცხადებაში ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის (YPG-ის შესახებ), რომლებიც ამ დრომდე აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდნენ და “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ვაშინგტონს ეხმარებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები