ირაკლი კობახიძე “გავრილოვის მოვლენებზე” – ოპოზიციამ აქციისთვის ტრანსფარანტები 10 დღით ადრე დაბეჭდა(ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან არეულობის “სცენარი” მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით წინასწარ იყო დაგეგმილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ ივნისის მოვლენებზე საუბრისას განმარტა, ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრანსფარანტები წინასწარ ჰქონდათ მომზადებული და იცის სავარაუდო სტამბაც, სადაც ეს ტრანსფარანტები დაახლოებით 10 დღით ადრე შეუკვეთეს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზი”-ში სტუმრობის დროს ისაუბრა.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ანსამბლეის ჩატარებამდე ესაუბრა რისკების შესახებ, თუმცა მათი მხრიდან მიიღო “იგნორი”.

“ყველაფერი იყო შემზადებული, ოპოზიციამ წინასწარ იცოდა იმის შესახებაც, რომ გარკვეული რისკებზე ვსაუბრობდით, ამაზე მისაუბრია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებთანაც, თუმცა მათი რეაქცია იყო იგნორი, ეს იყო 1 კვირით ადრე, 1 თვით ადრე”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ იგნორის გამო გაჩნდა ეჭვები, რომ ოპოზიციას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, არ აინტერესებდა რისკების ნეიტრალიზაციაში მონაწილეობის მიღება და ელოდებოდა საბაბს, რათა გამოეწვია არეულობა.

ასევე, ირაკლი კობახიძე საუბრობს ტრანსფარანტების შესახებ და ამბობს, რომ მიტინგზე 2 საათში წინასწარი შეკვეთის გარეშე ტრანსფარანტები ​ ვერ გამოჩნდებოდა.

“ტრანსფარანტები წინასწარ იყო გამზადებული, მაქვს დასაზუსტებელი ინფორმაცია, რომ კონკრეტულმა სტამბამ მიიღო შეკვეთა 10 დღით ადრე, თუმცა ამას დაზუსტება არ სჭირდება, რადგან 2 საათში მიტინგზე იყო დაბეჭდილი ტრანსფარანტები”, – ამბობს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები