შალვა თადუმაძე: რუსეთი ოკუპანტია და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს

რუსეთი ოკუპანტია. მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა, – ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ რუსეთთან დაკავშირებით შეკითხვას.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

“არ ვიცი, სხვები რატომ იკავებდნენ თავს. მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა – ოკუპანტი არის ოკუპანტი და, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს ისე, როგორც არის. ოკუპანტი არის ოკუპანტი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები