“გვითხრეს, პრეზიდენტს გავრილოვი მედლით დაეჯილდოებინა” – კობახიძე რისკებს ასაჯაროებს, რომელიც რუსი დეპუტატის ჩამოსვლას მოყვებოდა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში ჩატარების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი რამ გააკეთეს რისკების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის, ანსამბლეის სამდივნოს მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მედლით თუ ორდერით დაეჯილდოებინა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რაც თავიდან აიცილეს იმით, რომ პრეზიდენტს სთხოვეს საერთოდ არ მისულიყო ანსამბლეის გახსნაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემაში “SWOT ანალიზი” განაცხადა, ასამბლიის სამდივნოს მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ მხოლოდ რუსეთის და საქართველოს პატრიარქები წარდგენილიყვნენ სიტყვით ანსამბლეის გახსნაზე, რა რისკიც გაანეიტრალეს იმით, რომ სხვა ქვეყნების პატრიარქებსაც მიეცათ სიტყვის თქმის უფლება.

“19 ივნისს დავანახეთ რამდენიმე რისკი, რომელსაც ანსამბლეის სამდივნო გვთავაზობდა, მაგალითად ჩვენ შემოგვთავაზეს გავრილოვის დაჯილდოება გარკვეული მედლით თუ ორდენით და ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს, ამ მიზეზით ვთხოვეთ პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიეღო ასამბლეის გახსნაში და გავანეიტრალეთ ეს რისკი. ეს იყო პირველი რისკი.

იყო ასევე შემოთავაზება, რომ 2 ქვეყნის პატრიარქის სიტყვები ყოფილიყო წარმოდგენილი გახსნაზე, ილია მეორესი და რუსეთის პატრიარქის, მასპინძელ ქვეყანასთან ერთად მხოლოდ ერთი ქვეყნის პატრიარქის მიმართვა უნდა ყოფილიყო წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ იმისათვის, რომ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სიტყვები მოგვეპოვებინა და წარგვედგინა ასამბლეაზე”, — განაცხადა მან…იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ფაქტორი რაზეც მივიღეთ ზომები და რა რისკებიც გავანეიტრალეთ ასამბლეასთან დაკავშირებით”,- აცხადებს კობახიძე.

კობახიძე საუბრობს ოპოზიციაზეც, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ყველაფრის შესახებ, მათ შორის რისკების განეიტრალების შესახებაც, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესი არ იყო ამ პროცესში ჩართვა, რადგან წინასწარ ჰქონდათ გეგმა და ელოდებოდნენ საბაბის მიცემას.

ასევე კობახიძე, მსგავსად “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა, უარყოფს, რომ გავრილოვს ჰქონდა ოკუპაციის კანონი დარღვეული და მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კობახიძის თქმით, ეს გადამოწმებული ჰქონდათ და კანონისმიერი საფუძველი მისი არშემოშვების არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოს პარლამენტში გახსნის დღეს, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაიკავა, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა, ხოლო სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები