მეხანძრე-მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო ისტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ 2 ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყეს საძიებო სამუშაოები.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველთა ჯგუფები ტყეში, 16 კილომეტრის მონაკვეთზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები და ისინი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება – ორივე პირი თავს კარგად გრძნობს.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამბროლაურის და ონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები,” ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები