ალექსეი ნავალნის ფონდი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი უცხო ქვეყნის აგენტების სიაშია შეყვანილი.

ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით წერს.

უწყების ინფორმაციით, ფონდის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ისეთი ნიშნები, რომლებიც მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა არ არის დაზუსტებული რა ნიშნებზეა საუბარი.

13 სექტემბერს ფონდის თანამშრომლებთან ქვეყნის 31 ქალაქში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც რუსეთის უფლებადამცველი ჯგუფის “აგორას” ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, ჩხრეკა სასამართლოს 94 დადგენილებას ეფუძნებოდა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ჩხრეკა მილიარდი რუსული რუბლის გათეთრების საქმეს ეხებოდა. სისხლის სამართლის საქმე აგვისტოში აღიძრა. საგამოძიებო კომიტეტმა ამ ხნის განმავლობაში ფონდის ასზე მეტი ანგარიში დააყადაღა.

რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონი ძალაში 2012 წელს შევიდა. მასში ის ორგანიზაციები ხვდებიან, რომლებიც დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან იღებენ და პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები