ევროპაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფი გამოავლინეს

ბრიტანეთში სკრიპალების და ბულგარელი ბიზნესმენის ემილიან გრებევის მოწამვლასთან, ასევე მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი, შესაძლოა, რუსეთის გენშტაბის მთავარ სამმართველოს (ყოფილი გრუ-ს) ნომერ 29155 ქვედანაყოფს, ჰქონდეს კავშირი.

ამის შესახებ The New York Times ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურებში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

დასავლეთის სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული ოპერაციები არის “ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით კოორდინირებული და განგრძობადი კამპანიის ნაწილი”. გაზეთის ინფორმაციით, სპეციალური ქვედანაყოფი 10 წელზე მეტია რაც მოქმედებს, თუმცა მისი გამოვლენა მხოლოდ ახლა მოხერხდა.

The New York Times მტკიცებით, ქვედანაყოფი მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა სპეციალისტების 161-ე სასწავლო ცენტრში ბაზირებს და გრუ-ს ექვემდებარება. 29155-ის ზოგიერთი თანამშრომელი ავღანეთში, ჩეჩნეთსა და უკრაინის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობდნენ და ამისთვის ანაზღაურებას იღებდნენ.

ევროპის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში ქვედანაყოფი 2016 წელს მონტენეგროში წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ მოხვდა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადატრიალებასთან კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებსაც სურდათ ნატოში ქვეყნის შესვლის შეფერხება.

The New York Times მონაცემით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი გენერალი ანდრეი ავერიანოვია. 1998 წელს მან ტაშკენტის სამხედრო აკადემია დაამთავრა, 2015 წელს რუსეთის გმირის წოდება მიიღო. ამჟამად ის, სავარაუდოდ, სპეცდანაყოფთან ახლოს ძველ საბჭოთა დროინდელ სახლში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები