შალვა თადუმაძე : რომ არა “ნაციონალური მოძრაობა”, ვერ გავხდებოდი გენერალური პროკურორი

რომ არა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, რომელმაც შესაძლებლობა მომცა უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებები დამეცვა, მე ვერ გავხდებოდი გენერალური პროკურორი, ამაში თქვენი წვლილი უფროა, – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მოსმენისას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას იგი იცავდა იმ ადამიანების უფლებებს, რომელსაც ხელისუფლება არღვევდა.

“მე მომეცა შესაძლებლობა უკომპრომისოდ დამეცვა იმ ადამიანების უფლებები რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება არღვევდა უხეშად და მათ შორის, პირადად ჩემზეც ზემოქმედებას ახდენდნენ, თუმცაღა მე ეს შევძელი, “- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები